თეგებით ძიება

არ იქნება ისეთი საახალწლო შოპინგი, რომელსაც შეჩვეულები ვართ და თუ სავაჭრო ცენტრები დაარღვევენ წესებს, გამოვიყენებთ ჯარიმებს და ოპერირების შეზღუდვის უფლებას

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ თუ სავაჭრო ცენტრები დაარღვევენ წესებს, მთავრობა გამოიყენებს ჯარიმებს და ოპერირების შეზღუდვის უფლებას.

ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს არ იქნება ისეთი საახალწლო შოპინგი, რომელსაც ნორმალურ ვითარებაში ვართ შეჩვეულები. ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. პასუხისმგებლობა ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები იქნება ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება არაა უპირობო და შეუქცევადი. როგორც კი პირველი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რომლებზეც დღეს იყო საუბარი, ჩვენ სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმები და შეჩერების უფლებაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარით.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა