თეგებით ძიება

კლიმატის ცვლილებამ დელფინებში კანის მომაკვდინებელი დაავადება გამოიწვია, რომელიც მათი სხეულის 70%–ს ფარავს

რამდენიმე წეია დელფინებში კანის ახალი დაავადება გჩნდა, რომელიც მეცნიერების თავისტკივილად იქცა. დაავადება დელფინების სხეულის 70%–ს ფარავს და საბოლოოდ ხოცავს მათ.

სხვადასხვა კვლევი ამტკიცებენ, რომ ეს ყოველივე კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება.

დაავადება პირველად 2005 წელს იქნა აღმოჩენილი და მას შემდეგ, შესაბამისი კვლევა დაიწყო.

კლიმატის ცვლილებამ წყლის მარილიანობის შეცვლა გამოიწვია, შედეგად დელფინებს კანზე ამობურცული ლაქები უჩნდებათ.

წყლის ძუძუმწოვრების შემსწავლელმა ცენტრმა კალიფორნიაში, მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კვლევა აწამოა კოლეგების დახმარებით. შედეგად საბოლოოდ დაასკვნეს, რომ დელფინების მომაკვდინებელი დაავადება სწორედ წყლის კონცენტრაციიაში მარილიანობის დაცემა გახდა.

დელფინები, რომლებიც ნაპირებთან ახლოს ცხოვრობენ მიჩვეულნი არიან მარილიანობის სეზონურ ცვლილებას, თუმცა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოთაღნიშნული პრობლემა მომაკვდინებელია იმ ძუძუმწოვრებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში არსებობენ.

სპეციალისტები პრობლემის მოსაგვარებელ კონკრეტულ გზებს ჯერჯერობით ვერ ხედავენ და კვლავ მსოფლიო საზოგადოების გაერთიანების იმედად არიან, რათა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები ლოგიკურად იქნეს აღქმული და მივიღოთ შესაბამისი ზომები.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა