თეგებით ძიება

\'\'ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო თავდაცვის უწყებაში არის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა\'\' - რატი იონათამიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა:

„ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო თავდაცვის უწყებაში არის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული და ადეკვატური სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. მნიშვნელოვანია ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის განსხვავებული კატეგორიები არცერთ შემთხვევაში არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ მათ შეჩერებოდათ სამხედრო სამსახური. ისინი დღესაც განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მუშაობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მათ ძალიან სჭირდებათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რეაბილიტაციის სრულფასოვანი კურსის გავლა, ასევე კოვიდისგან გამომდინარე დამატებითი რისკები, რაც შეგვეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. გთხოვთ, გვითხრათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი სიახლეები იყო ამ მიმართულებით და რა იგეგმება მომავალში?“ - კითხვით მიმართა რატი იონათამიშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა