თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე: მოქალაქის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი 56%-დან 48%-მდე შემცირდა

„ჩვენი მიზანია ყველა პაციენტის უფლებების დაცვა და მათი არასაჭირო დანახარჯების შემცირება. ამიტომ, ტარიფების დადგენა გაგრძელდება ინტენსიურად და ეტაპობრივად მოიცავს ყველა ნოზოლოგიას. უნივერსალური ხელმისაწვდომობა უპირველესად გულისხმობს ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ჩვენ ამ ნაწილში უკვე მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, რამდენადაც მოქალაქის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი 56%-დან 48%-მდე შემცირდა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დეკემბრის დასაწყისში უწყებამ 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დეფიბრილატორები შეიძინა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა