თეგებით ძიება

სუს-ი 20 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია, - ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ის რამდენიმე საათის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს.

20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ე.წ. აღკვეთის ღონისძიების სახით, მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ,,ცხელი ხაზით’’ კომუნიკაციის, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და სახელმწიფოს ხელთ არსებული ინსტრუმენტების აქტიური გამოყენების შედეგად, მ.წ. 22 დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა