თეგებით ძიება

უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი - გახარია

საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენენ, რომელმაც თავის სიტყვით გამოსვლაში სხვადასხვა საკითხები პუნქტებად განიხილა, მათ შრის საწარმოების პრივატიზების საკითხი. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:
„სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რის მიმართულებითაც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა ის სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ ამ საწარმოების მართვის ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა, ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრი. ამ ნაწილში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს და ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენ გავაჯანსაღოთ როგორც ჩვენი ეკონომიკა, ასევე მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია,“- განაცხადა გახარიამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა