თეგებით ძიება

პარლამენტის და ფრაქციის სხდომა დღეს ერთი და იგივეა, ეს პარლამენტი არ არის - თამარ ჩუგოშვილი

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი მეათე მოწვევის პარლამენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტის და ფრაქციის სხდომა დღეს ერთი და იგივეა.მისი თქმით, ეს პარლამენტი არ არის.
"ერთი ადამიანი, ორი ან სამი მიიღებს თუ არა ინდივიდუალურად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, ეს აბსოლუტურად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს და პარლამენტის სხდომა და ფრაქციის სხდომა ერთი და იგივეა. პარლამენტს ვერც დავარქმევდი, რადგან ფაქტობრივად, ფრაქციის სხდომები ტარდება. მთელი პარლამენტი და ერთი პარტია დღეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ამიტომ, ეს პარლამენტი არ არის. პარლამენტი თავისი არსით არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფს, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს და სხვადასხვა მოსაზრებას. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და ჯერჯერობით, პირიც არ უჩანს " - თქვა თამარ ჩუგოშვილი პირველი არხის ეთერში.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა