თეგებით ძიება

რას ფიქრობთ სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე? - კახაძე გახარიას

რას ფიქრობთ სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე?-ამ კითხვით მიმართა ლადო კახაძემ პარლამენტში, მთავრობის დამტკიცების სხდომაზე გიორგი გახარიას:


"მე, როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს. ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე. რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ აუცილებლად, ეს სამასშტაბო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო-სტრატეგიული. სახელმწიფო კომპონენტის, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება იმიტომ, რომ ახლა ბიოლოგიურ შეტევას გავუძელით, ღმერთმა დაიფაროს და მოხდეს სტიქიური გამოწვევა, მოხდეს კიდე სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა. ჩემი შეკითხვა ასეთია: როგორ ფიქრობთ სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე" - თქვა კახაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა