ჭორებით სავსეა ჩვენი ქალაქი — იმნაძე ლოქდაუნის გამოცხადებასთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სრულ ლოქდაუნთან დაკავშირებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
"სრული ლოქდაუნის გამოცხადებაზე ლაპარაკი არ არის. ჭორებით სავსეა ჩვენი ქალაქი, ამაზე არავითარი მსჯელობა არ ყოფილა. ორ თვიანი გეგმა არის და იმის მიხედვით კეთდება ყველაფერი, ამიტომ ჩვეულებრივი ჭორია" — იმნაძე.
ცოტახნის წინ საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მთავრობამ სრული ლოქდაუნის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა პაატა იმნაძე ამ ფაქტს უარყოფს და არსებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.
24 დეკემბრიდან ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ასევე, შეზღუდვები დარჩა საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით. არ გაიხსნა ბაზრობები და მუშაობენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები.
ზემოთ ჩამოთვლილ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობაც, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებულია ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგებიკონტროლდება.
წყარო:on.ge