თეგებით ძიება

მერწყულის დროა - რას უნდა ველოდოთ ახალი ასტროლოგიური ეპოქისგან

2020 წლის 21 დეკემბერს მოხდა სამყაროში უმნიშვნელოვანესი ეპოქალური მოვლენა მოხდა - სამყარო მერწყულის ეპოქაში შედის.

ეს ნიშნავს, რომ სატურნი და იუპიტერი ერთ მთლიანობად შეირწყნენ და თევზების ეპოქის დასრულება აღნიშნეს, რაცნიშნავს, რომ შემდეგ ათწლეულებში კაცობრიობას გლობალური ცვლილებები ელის.

ცვლილებები პირველ რიგში, შემოქმედებით ადამიანებთან ასოცირდება. მომავალ ეპოქაში ყველაზე მეტი მიღწევა და წარმატება სწორედ ელით. ექსპერტების აზრით, ამ პერიოდში მედიცინა მნიშვნელოვნად განვითარდება. მიკრობიოლოგიაში გენეტიკური უჯრედების სტრუქტურის შესწავლის მიმართულებით რევოლუციური ცვლილებები მოხდება.

ასევე, ექსპერტები პროგნოზირებენ თითქმის იდეალური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა მიღებს იმას, რასაც იმსახურებს. დიახ, პირველ რიგში, წარმატებული და ბედნიერი იქნება ის, ვინც ამას თავისი საქციელით და მოქმედებებით იმსახურებს.

გასული ეპოქისგან მთავარი განსხვავება იქნება კოლექტიური აზროვნების უარყოფა. გამოიკვეთება კაცობრიობის სწრაფვა ინდივიდუალიზმისკენ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფოკუსირება უშედეგოდ არ ჩაივლის. ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ გადაჭარბებული ეგოიზმი გარშემო მყოფი ადამიანებისა და ბუნების მიმართ, შეიძლება კატასტროფით დასრულდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა