თეგებით ძიება

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

მეათე მოწვევის პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.


მთავრ ფინანსურ დოკუმენტში ელექტროენერგიისა და წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებისთვის 105 მილიონი ლარი განისაზღვრა. ანალოგიური სუბსიდირების მექნიზმი წყლის გაძვირებულ ტარიფზე სოციალურად დაუცველებისთვის იმოქმედებს.

2021 წლის ბიუჯეტი 18,4 მლრდ ლარით განისაზღვრა, რომელიც 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.

პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი 7,6%, ინფლაცია 3% იქნება, ხოლო სახელმწიფო ვალი კრიტიკულ ზღვარს 60%-ს გადასცდება. მთავარი ფინანსური დიკუმენტის ძირითადი პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ოპოზიციის გარეშე წარიმართა, რადგან დეპუტატები ბოიკოტს აგრძელებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა