თეგებით ძიება

გიგა ბოკერია საპარლამენტო ხელფასებზე: ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურს სწორ საქმეზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საპარლამენტო უფლებამოსილების მქონდე დეპუტატების ხელფასების საკითხს ეხმაურება.

ბოკერიას თმით, სხადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის,„ ევროპული საქართველოს“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, საპარლამენტო ხელფასი სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხა, ხოლო პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე, თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ უტიფრად არ აკმაყოფილებს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, ზოგიერთმა ბიუჯეტში დააბრუნა, ზოგიერთმა ქველმოქმედებაში მიმართა, ზოგიერთმა საპარლამენტო ხელფასი მისცა აქტივისტებს.

ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია იმ უტიფრობის ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ აცხადებდა, რომ არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, შემდეგ თქვა, რომ სასწრაფოდ დაგიკმაყოფილებთ თუ ახლავე არ დაგვთანხმდებით იმაზე, რაც გვინდაო, ახლა ისევ გადათქვეს და თითქოს დამოკლეს მახვილივით აქვთ დაკიდებული ეს საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა. ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურს სწორ საქმეზე.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა.

Imedinews-ის ინფორმაციით, ხელფასის დარიცხვა სამმა ახალმა დეპუტატმა მოითხოვა. ერთ-ერთია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძე, რომელმაც მანამდე პარლამენტში შესვლაზე განცხადება გააკეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა