თეგებით ძიება

„კორონავირუსის ახალი შტამით 19 წლამდე პირები და ბავშვები ინფიცირდებიან“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი კოვიდ 19-ის ახალ შტამზე საუბრობს.
წერეთლის თქმით, ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები.

მისივე თქმით, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ოჯახებში ინფიცირების გაზრდა.
„ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას და ინფიცირებულთა რაოდენობა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ დაწოლა გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაზე“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ზაზა წერეთელმა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 50 წელს გადაცილებული პაციენტია და იზოლაციაში იმყოფება. ის თავს კარგად გრძნობს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა