თეგებით ძიება

გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის რამდენიმე სოფელში ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ახლომდებარე სახლებამდე მიაღწია.

„ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, - იუწყება ადგილობრივი მედია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, ცეცხლის არეალი და სიდიდე ჯერ უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა