თეგებით ძიება

"მადლობა ექიმებს" - Tia.ge -ს" და ქართველი მეწარმეების ერთობლივი კამპანია

კორონავირუსთან მებრძოლ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალს 31 დეკემბერს ვესტუმრეთ. Tia.ge-ს სოციალურ კამპანიაში "მადლობა ექიმებს", ბიზნესის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

"მადლობა ექიმებს" - Tia.ge -ს" და ქართველი მეწარმეების ერთობლივი კამპანია


პანდემიის დროს დაფუძნებულმა სადისტრიბუციო კომპანია "გლობალ პროდაქსტმა", რომელიც კომპანია "დიმკას" ოფიციალური იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში, ექიმებისთვის ტკბილეული ბათუმიდან გამოგვიგზავნა.




კომპანიამ „ჰიპოკრატე“, რომელიც საერთაშორისო ბრენდების ISISPHARMA, ACM, Mila d Opiz ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, მედპერსონალისთვის სასაჩუქრე ნაკრები გადმოგვცა.





მადლიერების კამპანიაში, რომლის დაგეგმვა-ორგანიზებაც სულ რაღაც 3 დღეში მოხდა, "მეწარმეთა კავშირის" არაერთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა და ქართველმა მეწარმეებმა მედპერსონალს საკუთარი ხელით დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი სამკაული თუ აქსესუარი აჩუქეს.



Tia.ge მადლობას უხდის თითოეულ მეწარმეს, რომელმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და მედპერსონალი საკუთარი ნახელავით დაასაჩუქრა და გთავაზობთ ყველა მათგანს:



MAKI - "M.M" გთავაზობთ ნატურალური ტყავის, ორიგინალურ და ექსკლუზიურ ბეჭდებს (ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით,შუშით,მეტალით და ხით), სამაჯურებს, პატარა ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარებს.



მხატვარმა მედეა კეიდიამ მედპერსონალს საკუთარი ხელით შექმნილი ანგელოზები გაუგზავნა. მისი ნამუშევრების სანახავად, ეწვიეთ მხატვრის ფეისბუქის გვერდს.



Millefiori • მილეფიორი მედპერსონალს მინის ნაძვს ხის აქსეუარები გაუგზავნა. "Millefiori • მილეფიორი" ქართული ბრენდია, რომელიც აწარმოებს მინის სამკაულს ფიუზინგის და ტიფანის ტექნოლოგიაში.



GT handmade - რომელიც ხელნაკეთ, ნატურალური ტყავის ხელჩანთებს აწარმოებს, მედპერსონალს საკუთარი ხელით შექმნილი აქსესუარები გაუგზავნა.

M.G. handmade გთავაზობთ ხელნაკეთ, ტიხრული მინანქრითა და სხვადასხვა ძვირფასი ქვებით მოპირკეთებულ სამკაულებს!



სამკურნალო-პროფილაქტიკური ნუგბარი პროდუქტების საოჯახო საწარმომ "გირჩევნია" მედპერსონალს საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი გაუგზავნა.



Viky კლინიკის პერსონალი საკუთარი ხელით დამზადებული აქსესუარები დაასაჩუქრა.



ასევე საკუთარი ხელნაკეთი აქსესუარებით დაასაჩუქრა მედპერსონალი [b]Fotia-მ
.



დიზაინერმა ნატალია მახარაძემ მედპერსონალს მის მიერ ექსკლუზიურად დამზადებული სამკაულები გადასცა.



Natuli ბოჭორივილის კლინიკის მედპერსონალი ხელნაკეთი ბროშებით და სხვადასხვა აქსესუარით დაასაჩუქრა.



საახალწლო, ხელნაკეთი დეკორაციული აქსესუარებით მედპერსონალი [b]Guranda ART-მა
დაასაჩუქრა.

დიზაინერმა ქეთევანი/Ketevani მედპერსონალი ვერცხლის სამკაულთ დაასაჩუქრა.



უგემრიელესი ქართული ნუგბარით დაასაჩუქრა მედპერსონალი Street cafe-მ.



ხელნაკეთი ჩანთებით და საფულეებით დაასაჩუქრა მედპერსონალი elzadesigns



ახალი წლის ღამეს, გემრიელი საკნატუნო გაგვატანა მედპერსონალისთვის ადგილობრვმა საწარმომ "სნუპი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა