თეგებით ძიება

ბიძინა კულუმბეგოვი: ვირუსმა თავდასხმის პოტენციალი შეცვალა, ჩვენ კი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ

ჩვენ ამ ძველ შტამს უნდა გავუმკლავდეთ და ვთხოვ ყველას, რომ ორიენტირება მიმდინარე საკითხებზე გავაკეთოთ, – ამის შესახებ “კურიერთან” საუბრისას ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.



მისი თქმით, ახალ შტამთან დაკავშირებით საგანგაშო ვითარება უახლოეს თვეებში მოსალოდნელი არ არის.

“ვირუსმა შეცვალა თავდასხმითი პოტენციალი, ჩვენ კი თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. შესაბამისად, ეს გულისხმობს მეტი საწოლფონდის მობილიზებას, მეტი სასუნთქი აპარატის შეძენას, მეტი ექიმის გადამზადებას, მეტი სადიაგნოსტიკო საშუალებების მომარაგებას.

ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ეს ვარიანტი დომინანტური ვერ გახდება ზაფხულამდე. ამიტომ, რაღაც ისეთი საგანგაშო უახლოეს თვეებში ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ამ ძველ შტამს უნდა გავუმკლავდეთ ჯერ, ამიტომ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ორიენტირება გააკეთონ მიმდინარე საკითხებზე”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ 19-ის ახალი შტამი უკვე დაფიქსირდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის ახალი შტამი მარტივად ვრცელდება 19 წლამდე მოზარდებსა და ბავშვებში. გადადების მაჩვენებელი კი 60-70-%ია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა