თეგებით ძიება

დღეს 21:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე მოქალაქეებს ღამით გადაადგილების საშუალება ექნებათ, ხოლო 7 იანვრის 21 საათიდან, შეზღუდვა ისევ ამოქმედდება.

თავად საშობაო ალილო მრევლის გარეშე გაიმართება, სამღვდელოება ქალაქს მანქანიდან აკურთხებს, საშობაო მსახურება კი სამებაში 23:00-დან დაიწყება.

28 ნოემბრიდან საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც მხოლოდ 1 კვირით [24 დეკემბერი — 2 იანვარი] მცირედით შემსუბუქდა. კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, 2 იანვრიდან კი ისევ დაიკეტა. ქვეყანაში არ მოძრაობს საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

გეგმის მიხედვით, Covid-19-ის შემთხვევათა ზრდის გამო, დაწესებული შეზღუდვები 16 იანვრიდან მნიშვნელოვნად უნდა შემსუბუქდეს. თუმცა, მთავრობაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა