თეგებით ძიება

რომელი სავალდებულო რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ თუ შობას ტაძარში შეხვდებით - საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს

საქართველოს საპატრიარქოში ამბობენ, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათიდან დაიწყება. სწორედ ამ დროსმიბრძანდება სამებაშისაქართველოს კათოლიკოს პარტიარქი ილია მეორე.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიტურგიამდე, ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში 20:00 საათზე დაიწყება.

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციები, კერძოდ, ტაძარში ყოფნისას აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

მთავრობის გადაწყვეტილებით,საშაობაო ლიტურგიის გამო, დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა