თეგებით ძიება

8 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეუწყდება

პარასკევს, 8 იანვარს თბილისის ზოგიერთ რაიონში მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდება - ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს და განმარტავს, რომ მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია:

"მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ვირსალაძის, ათონელის, ჭანტურიას, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, ინგუშეთის, არსუკიძის, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ხუდია ბორჩალოელის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა