თეგებით ძიება

გოჩა ლორთქიფანიძე - პენიტენციურ სისტემაში ეპიდ-ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა დეზინფორმაცია ვრცელდება.

„მინდა, ყველა დაგამშვიდოთ იმიტომ, რომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. ყველა კონტროლის მექანიზმი და ფილტრი, რაც ემსახურება კოვიდ-ვირუსის პრევენციას, მის გამოვლენას, ასევე კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს ეფექტიანად, როგორც აქამდე მოქმდებდა და ეს აღინიშნება იმ გატარებულ ღონისძიებებში, რომლებიც ჩვენ გავატარეთ ამ ბოლო დღეებში. გამომდინარე შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან ქვეყანაში, პენიტენციურმა სისტემამ პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. ეს ჩვენ დავიწყეთ 31 დეკემბრიდან და გეგმაზომიერად მივყვებით. პირველ რიგში ამას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც ასევე ჩატარდა PCR ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა იზოლირებულია, ასევე მათი კონტაქტები, თანამესაკნეები არიან იზოლირებული. ყოველ ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა