თეგებით ძიება

“ძმაკაც, მადლობა, რომ იყავი!” – 6 რიცხვში დაბადებული გურამ ლორთქიფანიძე 6-ში გარდაიცვალა

“არაჩვეულებრივი გამოფენის” გადაღების დროს, გურამ ლორთქიფანიძე, ელდარ შენგელაიას უნდა დახმარებოდა, მაგრამ ელდარმა უცებ გამოუცხადა – აგული შენ იქნებიო.



დღეს გურამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების დღეა. 6 რიცხვში (მაისს) დაბადებული 6-შივე აღესრულა, გულის შეტევით.
“ლორთქია” – ასე იცნობდნენ თბილისის კოლორიტს. იმდენად დიდი სამეგობრო ჰყავდა, რომ ხუმრობით ამბობდა, ყველასთან ჩამოვლა რომ დავიწყო, ერთი წელი სახლში ვერ მივალო. ყველას ეხმარებოდა, ამიტომ ძალიან უყვარდა ყველას.
ელდარ შენგელაია: – გურამი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, შესანიშნავად მღეროდა. გადაღების დროს გურამი იყო ჩვენი ფილმის შუა ღერძი. თვითონაც უამრავ რამეს გვთავაზობდა, რომ გამოგვეყენებინა, სხვა მსახიობებიც მასთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ. მე მგონი, ნორმალური ფილმი გამოვიდა.



ზაზა აბაშიძე: – ჯანაშიაზე მამაჩემის ძეგლი რომ დადგეს და დოდო აბაშიძის დარბაზი შეიქმნა, ეს გურამის დამსახურებაა. ამ საზოგადოების თავმჯდომარე თვითონ იყო. ძეგლის გახსნაზე მივიდა ბიუსტთან და – თვალები გავს? გავს. ცხვირი გავს? გავს. “არაჩვეულებრივი გამოფენის” სცენა გაიმეორა.

ადრე იღვიძებდა და რეკავდა, სად ხარ, როგორ ხარ, ნუ დამივიწყე, გამომიარეო. ურთიერთობების მეფე იყო.



კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა - მოზაიკა - ლეგენდად ქცეული თბილისი და თბილისელები - გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია) და თამაზ ჭილაძე


ჟანრი ლოლაშვილი: – დილას მოდიოდა და კიბორჩხალების საყიდლად მივდიოდით. მერე ლუდის ქარხანაში გამოვივლიდით. თევზებს ვიყიდდით. კილკებსაც…



ერთხელ მირეკავს, “ტუფლები” გიყიდეო. აბა, რა ზომა მიყიდე-მეთქი, მივხვდი, მაიმუნობდა. ფიალეტავიაო. რა ფიალეტავი, გიჟი ხომ არ ხარ-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს, რა ზომაა, სულ შენზე ვფიქრობო…



ჩვენს ცხოვრებას “ხმაურიანი წრიალი” ერქვა. ჩვენი სასუნთქი ჟანგბადი სისულელები იყო. უკაცრავად და “გვეკიდა” შუქი იქნებოდა თუ – არა. ერთად ყოფნის გენიალურობა ყოველდღიურობაში იყო. ძმაკაც, მადლობა რომ იყავი!








გადაცემაში “ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ” ზურა ყიფშიძე ამბობს: ბოლოს ძალიან ნაღვლიანი იყო. ლამის ყველა მეგობარი გააცილა. მარტო დარჩა და მარტოს აბა, თბილისში რა უნდა ეკეთებინა? აიღო და წავიდა. თან წაიღო ვერა და თბილისის ის ნაწილი, რომელიც “ლორთქიასი” იყო.



Presstime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა