თეგებით ძიება

ამას გამართლება არ აქვს - მიხეილ სააკაშვილი ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელობაზე

ამას გამართლება არ აქვს - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის საოპერო დასის ხელმძღვანელად დანიშვნას.

როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებულ გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ბერლინიში, ბერლინის კაბარეებში უნდა გავართო გერმანელი ოფიცრებიო, მერე რა რომ ომი გვქონდაო, არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა, არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც 50 წთ უკრავდა ხალხი ტაშს, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ რომ მომწონსთქო, ამას გამართლება არ აქვს - ამბობს მიხეილ სააკაშვილი "მთავარი აქცენტების" ეთერში.

მესამე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან და ზოგადად პოლიტიკიდან წასვლაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის ქმედებებზე პარტია პასუხს აღარ აგებს:

ვაშაძემ თქვა, რომ არ უნდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან. მე მიმაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო უბრწყინვალესი, გერჰარდ შრიოდერი წავიდა გერმანიის კანცლერობიდან და გახდა "გაზპრომის" მმართველი, არ შევადარებ "გაზპრომს", ბალეტს მითუმეტეს, როცა "გაზპრომის" მთავარი კერძო აქციონერი არის საქართველოში...შრიოდერი უკვე აღარ იყო გერმანიის კანცლერი და ამიტომ არც მისი პარტია და არც მისი ქვეყანა მის ქმედებებზე უკვე პასუხს აღარ აგებდა და არც აგებს - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა