თეგებით ძიება

არაერთხელ დასჭირდა ექიმის დახმარება, დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება – ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძიმე ემოციური ფონი აქვს.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბრალდებულის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, მას დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება რამდენჯერმე დასჭირდა.

„ძალიან ცუდად არის. მძიმე ემოციური ფონი აქვს. დროებითი მოთავსების იზოლატორში არაერთხელ დასჭირდა მას ექიმის დახმარება,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო:primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა