თეგებით ძიება

გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს 100 მეტრით მიუახლოვდა

აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სახანძრო სამსახურის ბრიგადებმა გაგრაში, ტყის მასივზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული გაგრის რაონში ხანძრის კერები ფრაგმენტირებულია, დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე კერა ქალაქის მაღალმთიან ნაწილში.


სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი დაახლოებით 6 ჰექტარზე გავრცელდა. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 5 სახანძრო ბრიგადაა ჩართული.

ოკუპირებული გაგრის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, დავდ ბგანგბას თქმით, რამდენიმე ადგილას ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 100 მეტრშია, თუმცა, სიტუაცია კონტროლირებადია.

"ვაკონტროლებთ სიტუაციას და ჯერ საკუთარი ძალებით ვუმკლავდებით", - განაცხადა აფხაზურ მედიასთან საუბრისას დავით ბგანგბამ.

შეგახენებთ, რომ გაგრაში, ტყის მასივზე გაჩენილი ხანძარი ქალაქის დასახლებულ პუნქტს 150 მეტრით მიუახლოვდა. დე ფაქტო ხელისუფლება მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა