თეგებით ძიება

კლინიკას შეეშალა და პაციენტის გარდაცვალება ცოცხალი პაციენტის ოჯახს შეატყობინა

კლინიკა “ჯერარსიდან” პაციენტის გარდაცვალების შესახებ შეცდომით სხვა, ცოცხალი პაციენტის ოჯახს შეატყობინეს.

უზუსტობა რამდენიმე საათის შემდეგ გამოაშკარავდა, მას მერე, რაც ოჯახმა გარდაცვლილის სახლში გადასვენებისთვის მზადება დაასრულა და კატაფალკით კლინიკაში ცხედრის წამოსაღებად მივიდა.

"დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გარდაიცვალა, ჩვენ მივხედეთ ადათ-წესებს, რაც არის გასაკეთებელი, რომ მივედით მიცვალებულის წამოსაყვანად, აღმოჩნდა, რომ პაციენტი ცოცხალია. გვითხრეს შეგვეშალაო, ეს გამოსავალია?”, – ამბობს პაციენტის ოჯახის წევრი ვლადიმერ ბარამია.

სამედიცინო დაწესებულებაში შეცდომას აღიარებენ და მას ადამიანური ფაქტორით ხსნიან.

"ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა პაციენტი, რომლის ოჯახის წევრებთან დაკავშირებასაც ცდილობდა მორიგე ექიმი მთელი ღამის განმავლობაში. ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება. ორ წუთში შემოვიდა მის ტელეფონზე ზარი, ექიმმა ჩათვალა რომ ზარი იყო გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრების და უთხრა, რომ პაციენტი გარდაიცვალა. მორიგეობა ჰქონდა, გადაღლილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სანქციების განხცორციელდება მის მიმართ, ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი რამ მოხდა”, – აცხადებს კლინიკა "ჯერარსის” ექიმი ეკატერინე ქარცივაძე.


"მთავარი არხი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა