თეგებით ძიება

ახალი ათონის და ბზიფის მიდამოებში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ახალი ათონის და ბზიფის მიდამოებში გაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.

ტყის მასივზე გაჩენილ ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. სტიქია საცხოვრებელი სახლებს მიუახლოვდა და დაშორება მხოლოდ 100 მეტრი იყო.

ოკუპირებული გაგრის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, დავით ბგანგბას თქმით, მოსახლეობასთან ერთად, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.

ხანძრის გამო, ავარიულად გაითიშა ელექტროგადამცემი ხაზი „ფსოუ 220“, რო­მე­ლიც ელექტრო­ე­ნერ­გი­ით ამა­რა­გებს სო­ხუმს და აფხა­ზე­თის მთელ და­სავ­ლეთ ნა­წილს ფსო­უმ­დე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა