თეგებით ძიება

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასის ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, – აღნიშნულია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საბოლოო გადაწყვეტილება ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის და პრიმა ბალერინას შეხვედრის შემდეგ იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. ის აცხადებდა, რომ ნოვოსიბირსკი თეატრის საბალეტო დასს იანვრის ბოლოს უნდა შეხვედროდა.

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის გადაწყვეტილებაზე წერენ რუსეთის მედიასაშუალებები. მანამდე, მათი ყურადღება მიიპყრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ანანიაშვილის გადაწყვეტილებას "გამართლება არა აქვს".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თავად ნინო ანანიაშვილსაც. მან გვითხრა, რომ განცხადებას არ გააკეთებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა