თეგებით ძიება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანძრის ორი აქტიური კერაა

მე-6 დღეა ხანძარს ებრძვიან სამეგრელოში. ამ დროისთვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დობერაზენსა და ბალდაში ხანძრის ორი აქტიური კერა რჩება. ცეცხლი ძირითადად ტყის ფოთლოვან ნაწილს უკიდია.

გეოგრაფიულად მიუვალი მდებარეობის გამო ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აწარმოებს 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებში ასევე ჩართულნი არიან ადგილობრივები. პრევენციისა და დახმარების მიზნით, მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები მეზობელი რეგიონებიდან.

ხანძრის კერები სოფლებიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებულია და მოსახლეობაში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 100-ზე მეტი კერაა ლიკვიდირებული. ხანძრის შედეგად დაიწვა რამდენიმე ჰექტარი. ასევე დაზიანდა ადგილობრივების კუთვნილი თხილის ბაღები და მოცვის პლანტაციების ნაწილი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა