თეგებით ძიება

კულუმბეგოვი: წესების დაცვით, ადამიანებს სამსახური და გადაადგილების უფლება უნდა მივცეთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, შესაბამისად, შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია.

„ჯერჯერობით სტაბილურია სიტუაცია და ამიტომ, წესების დაცვით, რასაც მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც გაართვეს თავი, ალბათ, ადამიანებს სამსახური, გადაადგილების უფლება და ა.შ. უნდა მივცეთ.

მესმის, რომ ძალიან რთულია და ამან შეიძლება, ეპიდემიას დაარტყას, მაგრამ წესრიგს თუ დავიცავთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, არ გამოიწვევს დრამატულად ციფრების გაზრდას.

სახელმწიფომ სერიოზული კონტროლი უნდა დააწესოს, გახსნის შემთხვევაში უნდა იყოს უკლებლივ დაჯარიმება, დახურვა მაშნვე.

აშშ-ში ბევრ სარესტორნო სივრცეს აქვს ასეთი წესი - სანამ რესტორანს დაჯავში, ნახევარი საათით ადრე უნდა მიხვიდე, გარეთ სწრაფი ტესტის პასუხს დაელოდოთ. თუ უარყოფითი ხარ, შეგიშვებენ რესტორანში. ბიზნესმა ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა და სახელმწიფოს ხელებში არ უყურებენ“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.



PIA.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა