თეგებით ძიება

არის თუ არა ლეგიტიმური პრინცესა ირინა ბეგაშვილი - რას ამბობს სამეფო კარის სპიკერი დავით ბაგრატიონის ქორწინებაზე

დავით ბაგრატიონის და ირინა ბეგაშვილის გარშემო დიდი ინტერესია, თუმცა იმის გარდა, რომ მეფემ ცოლად ბანკის ყოფილი თანამშრომელი და მისი ყოფილი სიყვარულის მოგვარე მოიყვანა, ამ დრომდე არაფერია ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილს, შორენა ბეგაშვილთან დაშორების შემდეგ ხვდებოდა და მოგვიანებით, ის ანა ბაგრატიონზე დაქორწინების გამო მიატოვა.

ჩვენი წყაროს ცნობით, დავითმა ირინა ბეგაშვილი ახლობლებს ზაფხულში გააცნო. მან სახლში სტუმრები დაპატიჟა და ირინა ბეგაშვილი წარუდგინა.

“პრაიმამბები” სამეფო კლუბის სპიკერს გაიოზ მამალაძეს დაუკავშირდა და შეეცადა პრინცესას შესახებ მეტი დეტალი შეეტყო.

– მე პირად ცხოვრებებში არ ვერევი. ვიცოდი დავითის ცხოვრებაში ეს სასიამოვნო სიახლე რომ მოხდა, კარგა ხანია დაოჯახდა. დავით ბაგრატიონი თავისუფალი ადამიანია და დემოკრატიული კანონები არ უკრძალავს მეორე ცოლის მოყვანას.

– შორენა ბეგაშვილი გვარის გამო იქნა თავის დროზე დაწუნებული, ირინა ბეგაშვილი რატომ არის მისაღები პრინცესა?

– მე არავინ დამიწუნებია, არავის არ აქვს ვინმეს დაწუნების უფლება, ეს შორენა ბეგაშვილი იქნება თუ ირინა ბეგაშვილი.
მონარქისტულ ქვეყნებში განათხოვარიც შეიძლება გახდეს დედოფალი და შვილიანი ქალიც. ადამიანს როგორც უნდა ისე იცხოვრებს, ყველას აქვს ბედნიერების უფლება.

– გაიცანით პრინცესა ირინა?

– მე პრინცესა ირინას პირადად არ ვიცნობ. შესახედავად ძალიან კარგი გოგონაა და იმედია კარგი ადამიანიც იქნება. მთავარია უყვართ ერთმანეთს.

– იგეგმება თუ არა სამეფო ქორწილი?

– არ ვიცი, ახლა ქორწილები აკრძალულია, როცა გაიხსნება ყველაფერი, ბაგრატინების გვარშიც იქნება ქორწილები და თქვენს გვარშიც. ალბათ პატრიარქიც დალოცავთ, ის ყველას ლოცავს და დავით ბაგრატიონის ოჯახი გამონაკლისი რატომ იქნება? სიყვარული რომ არის ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ ცოლად მოიყვანა და როგორც ვხედავთ ეს პოლიტიკური ქორწინება არ ყოფილა.

– ანა ბაგრატიონთან პოლიტიკური ქორწინება იყო?

– ანასთან პოლიტიკური ქორწინებაც იყო, მაგრამ როგორც ვიცი გრძნობებიც იყო. მე ადამიანების პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდები, ჩემთვის მთავარია სახელმწიფოებრივი ინტერესები.

– ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონი ხან საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხან კიდევ საქართველოში…

– დავითი საქართველოს მოქალაქეა. ბრიტანეთში მაღაროელის შვილიშვილი კეიტ მიდლტონი ხდება დედოფალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა