თეგებით ძიება

დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო 50 ლოკაციას შორის თბილისი მეორე ადგილზეა

დისტანციური მუშაობისთვის 50 ყველაზე მოსახერხებელ და საუკეთესო ადგილს შორის, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, მეორე ადგილს იკავებს.

აღნიშნული სია Bigseventravel-მა გამოაქვეყნა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისმა ციფრულ ეპოქაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა. კავკასიის რეგიონში მდებარე ეს ქალაქი კულტურის მხრივ უამრავ რამეს გთავაზობთ. ქვეყანა ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია, ისევე როგორც ხელმისაწვდომი.

ქალაქის მასშტაბით, უამრავ კაფეს ნახავთ, რომელიც შესანიშნავი ადგილია დისტანციური მუშაობისთვის. ასევე, არის უამრავი ადგილი ჯგუფური მუშაობის შესასრულებლად.
თბილისი ძალიან პატარა ქალაქია, უნიკალური უბნებით, სადაც საცხოვრებლის პოვნა 300-400 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

პანდემიის ფონზე საქართველომ დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის ციფრული ვიზა შექმნა, რომელიც მათ პანდემიის პერიოდში გადაადგილების საშუალებას აძლევს“,- წერს გამოცემა.

ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილს ესტონეთი იკავებს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ესენია: სერბეთი, გერმანია, სინგაპური, არგენტინა, ინდონეზია, ვიეტნამი, სლოვენია, კანადა, რუსეთი, თურქეთი, ტეხასი, ჩინეთი, მალტა და სხვ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა