თეგებით ძიება

სავაჭრო ცენტრებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ წესების დაცვა, ვმსჯელობთ ტრანსპორტზე - თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებს 1 თებერვლიდან ასამოქმედებელ რეჟიმზე - შესაბამისად, ჯერ უცნობია, რა მხრივ შემსუბუქდება კოვიდრეგულაციები მომდევნო თვიდან.

თურანავას თქმით, დიდი ალბათობით ვაჭრობა აღდგება, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ მკაცრად დაიცვან წესები.

"არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, 1 თებერვლიდან რა რეჟიმიც ამოქმედდება, ამაზე ჩვენ ვიმუშვებთ დარჩენილ 2-3 კვირაში. ყველაზე დიდი ალბათობაა ვაჭრობა, რადგან დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ძალიან მკაცრად დაიცვან წესები, თუმცა მათ კიდევ შევხვდებით. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება ამ დღეებში. უნდა იყოს დაღმასვლა ინფიცირების სტატისტიკაში", - ამბობს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ არსებული შეღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა