თეგებით ძიება

როგორ გაჩნდა სიტყვა „ალო“ და როგორ ჟღერს ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

დიდი ხანია, ტელეფონი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ოდესღაც ადამიანის ხმის დიდ მანძილზე გადაცემა სასწაულს ჰგავდა, დღეს კი ტელეფონი მობილური მრავალფუნქციური, მულტიმედიური „კომბაინია“.

რა თქმა უნდა, მას არ დაუკარგავს თავისი ძირითადი ფუნქცია, ახლაც კი, როცა კავშირი ციფრული გახდა და ვიდეოს მხარდაჭერა დაემატა.

ადამიანების უმრავლესობა სატელეფონო ზარის მიღებისას, პასუხად ამბობს „ალო“. საიდან გაჩნდა ეს სიტყვა და თავდაპირველად, რას ნიშნავდა?

ძველად, როდესაც ტელეფონი ადამიანის ცხოვრებაში ფეხს იკიდებდა, თითოეულ მომხმარებელს მკაფიოდ გაწერილი წესების დაცვა უწევდა. ამ დროს ტელეფონის შეძენა მხოლოდ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანებს შეეძლოთ. სწორედ ამიტომ, ხმის გადაცემის ტექნოლოგიის ყოველი გაუმჯობესება ღირსშესანიშნავ მოვლენად ითვლებოდა, რომელიც ფართო მასებს ტელეფონთან აახლოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონის გამომგონებლად ალექსანდრე ბელი ითვლება, ამ ტექნოლოგიის განვითარება, გაუმჯობესება და პოპულარიზაცია ცნობილი ამერიკელი გამომგონებლის, თომას ედისონი სახელს უკავშირდება.

სწორედ ედისონია ყველაზე პოპულარული სიტყვის ავტორი, რომლითაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სატელეფონო საუბარი იწყება.

და მაინც, საიდან გაჩნდა სიტყვა „ალო“?

1877 წელს ედისონს ერთ-ერთი სატელეგრაფო კომპანიის პრეზიდენტთან მიმოწერა ჰქონდა. საქმე ეხებოდა ხმოვანი შეტყობინებების მიღების და გადაცემის ახალი მოწყობილობის გამოყენებისას მკაფიო წესების შემოღებას. ედისონმა საუბრის დაწყება სიტყვით „ალო“ შესთავაზა, მაგრამ ტელეფონის გამომგონებელს, ალექსანდრე ბელს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მას საუბრის დასაწყებად უფრო მიზანშეწონილად სიტყვა „აჰოი“-ს გამოყენება მიაჩნდა.

სწორედ ამ ინგლისური სიტყვით ხვდებიან ერთმანეთს ხომალდების ეკიპაჟები ზღვაზე. საბოლოოდ, ედისონის ვერსიამ გაიმარჯვა, თუმცა ყველა ქვეყანაში არა.

იტალიაში „ალოს“ ნაცვლად, „პრონტო“ -ს ამბობენ, რაც ნიშნავს „მზად ვარ“.

იაპონია - „მოსი-მოსი“ ანუ „ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ“

საბერძნეთი - „პარაკალო“ ანუ „ინებეთ“.

ჩინეთი - „ვეი“ ანუ „ილაპარაკეთ“

კორეა - „ებოსე“ ანუ „აქეთ მოიხედეთ“

ისრაელი - „შალომ“ ანუ „მშვიდობა“

ესპანეთი - „დიგა“ ანუ „ილაპარაკეთ“

მექსიკა - „ბუენო“ ანუ „კარგი“

თურქეთი - „ეფენდიმ“ ანუ „ბატონო“

ინდოეთი - „რამ-რამ“ ანუ „გამარჯობა“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა