თეგებით ძიება

არარაციონალურად მიმაჩნია შეზღუდვების გახანგრძლივება მაშინ, როდესაც პიკი გადავლილია - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არარაციონალურად მიაჩნია შეზღუდვების გახანგრძლივება იმ დროს, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურებულია და კორონავირუსის პიკი გადავლილია.

მისი თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ პრობლემას გამოიწვევს.

„ახლა საერთოდ შეზღუდვებთან მიმართებით მე ვარ მომხრე, რომ ზოგადად, თანმიმდევრული პოლიტიკა იყოს გატარებული. რასაკვირველია, შეზღუდვების შემოღების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობა ჩვენ კონსულტაციები გვქონდა მოეხსენება საზოგადოებას, ამ შეზღუდვების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და მაშინ მთლიანობაში დავუჭირეთ ჩვენ მხარი, რომ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, რადგან სხვანაირად გარდაუვალი იქნებოდა ეპიდემიის მართვის ასე ვთქვათ, ტრაექტორია. თუმცა ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად არც თუ ისე სტაბილურ ეპიდემიოლოგირ ვითარებაში, ჩვენ მივეცით ნებართვა ასე ვთქვათ, სავაჭრო სივრცეებს, გახსნილიყვნენ და წინასაახალწლო პერიოდში ყოფილიყო ის, რაც ყოფილიყო.

არსებობს რაღაც ასეთი არაფარმაკოლოგიური ინტერვენციის სახეობები, რომლებიც ეპიდემიის ტრაექტორიაზე ძალიან ეფექტურად მოქმედებენ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან აზიანებს და აზარალებს. ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დამაზიანებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობს ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდე. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა. ამიტომ ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება, მაშინ როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, არარაციონალურად მიმაჩნია.

ვერ ვხედავდი იმ ტრაგედიასაც და თავის დროზე ამასაც დავუჭირე მხარი, რომ შაბათ-კვირის მობილობა, რაც ბუნებრივად იზრდება, აკრძალულიყო და ორშაბათიდან პარასკევამდე იმავე პრინციპის დაცვით, როგორც იყო დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის სამამდე, გახსნილიყო ისევ და მისცემოდათ ადამიანებს თავისი ლუკმაპურისა და ხელფასის გამომუშავების შესაძლებლობა. ამიტომ, მე ამ თვალსაზრისით, ასეთი ფორმით ახლა შეზღუდვების გახანგძლივება არ მიმაჩნია რაციონალურად.

რეგულაციების დაცვით, რასაც ასე თუ ისე მიეჩვია მოსახლეობა, მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც სწორად მართა ეს და მენეჯმენტი კარგად იყო განხორციელებული, რიგები კონტროლდებოდა და ძირითადი ესენციალური საჭიროების დროს ადამიანები მიდიოდნენ. მესმის, ახლა შეიძლება ყოველდღიურად არ უდგას ადამიანს ტანსაცმლის შეცვლის საჭიროება, მაგრამ იგივე იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასის პრობლემა რომ დაუდგეთ, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება. მესმის, სახელმწიფოს კომპენსაცია- 200 და 300 ლარი ეს არის ასე ვთქვათ, ერთ მაღაზიაში შესვლის თანხა. ამიტომ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვათ, ახლა იყო აუცილებლობა. აი, ამ პრინციპებით შეგვეძლო, რომ ის დაპირებული შეზღუდვების მოხსნა შაბათი-კვირის გამოკლებით განხორციელებულიყო 16-დან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა