თეგებით ძიება

ლატალში კლდის ნაწილი ჩამოიშალა - ჩახერგილია მესტიამდე მისასვლელი გზა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ჩახერგილია მესტიამდე მისასვლელი ცენტრალური გზა.
მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება და საღამომდე მესტიის გზა გაიხსნება. ამ წუთებში ადგილზე მისულია ტექნიკა, რომელიც გზას გაწმენდს, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი მძმე ტექნიკაც მობილიზდება.
არსებული ცნობით, კლდის ჩამოშლა უამინდობამ გამოიწვია.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა