თეგებით ძიება

იტალიაში მცხოვრები ქალბატონი საქართველოში ნათესავებს ეძებს

1980 წლის 8 ივლისს საქართველოში დაბადებული და იტალიაში გაშვილებული ქალბატონი ტატიანა, ქართველ ნათესავებს ეძებს.

სამწუხაროდ, ქალბატონს თითქმის არაფერ ახსოვს ბავშვობიდან, რადგან გამზრდელ მშობლებთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მათთან კავშირი გაწყვიტა.

ქალბატონი ტატიანას პოსტი სოციალური ქსელში, ჯგუში "ჩვენ გეძებთ" გამოქვეყნდა.

იტალიაში მცხოვრები ქალბატონი საქართველოში ნათესავებს ეძებს


ერთადერთი, რაც ახსოვს, არის ის, რომ საქართველოში (ქალაქი უცნობია) 90-იან წლებში, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობის მისაღებად დაბრუნდა.

ერთადერთი ხელჩასაჭიდი, ბავშვობის ფოტოებია, რომელიც მას აქვს, თუმცა, იმედოვნებს, რომ მას ვინმე ამოიცნობს და დაეხმარება ნათესავების პოვნაში.

როგორც ტატიანა ამბობს, მას აქვს ეჭვი, რომ ის საქართველოდან მოტყუებით მოიპარეს და ისე წაიყვანეს იტალიაში. მისთვის ასევე ცნობილია, რომ ბიოლოგიური ოჯახი მის პოვნას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.



"ბიოლოგიური დედა ქართველი იყო, ვფიქრობ, არასრულწლოვანი. მაქვს მამაჩემისა და ორი მოწმის მიერ დამოწმებული დაბადების რეგისტრაციის ასლი, რომელიც არის ხელით დაწერილი და მასში იტალიელი მშობლები არიან ჩაწერილები. ჩემი ოჯახი სასოწარკვეთილი მეძებდა რომში, მაშინ როცა მამასთან ერთად წავედი საქართველოში, რათა ბიოლოგიური ბებიის მიერ დატოვებული სამკვიდრო მიმეღო. აშკარად მახსოვს მრავალი ფაქტი, რომლის შესახებაც ჯერ არ ვწერ. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ მომიპარეს მოტყუებით... მამაჩემმა და მისმა მეუღლემ ისეთი მძიმე ტრავმა მომაყენეს, რადგან არ მეუბნებოდნენ ჩემი მშობლების შესახებ არაფერს. ყველანაირი მოგონება წავშალე გონებიდან. რა შემიძლია გავაკეთო, როგორ მოვიქცე? როგორ დაუკავშირდა? ვფიქრობ, ოჯახის ზოგიერთი წევრის სახელიც მეცოდინებოდა და იქნება გავიხსენო, მაგრამ არ ვიცი როგორ დავუკავშირდე", - წერს ქალბატონი.

თუ გეცნობათ ბავშვის ფოტოები და ისტორია, დაგვიკავშირდით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა