თეგებით ძიება

გადაუღებელმა წვიმამ აჭარაში მეწყერი გამოიწვია - დაზიანებულია გზები და ხიდები

სტიქიაა აჭარაშიც - გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონის მთიან ნაწილსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერი გამოიწვია. ტალახიანი მიწის მასა ჩამოწვა ასევე სოფელ ბრილში.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა გზები და ხიდები. ქედის მუნიციპალიტეტში გზაზე შექმნილ პრობლემების გამო მოძრაობა შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. დაზიანებულია ასევე ხულოში სოფელ დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზაც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა