თეგებით ძიება

განიხილება თუ არა სკოლების გახსნის საკითხი? - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

"ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები," - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, 1 თებერვლიდან გახსნის ეტაპი დაიწყება და საწყის ეტაპზე მოლების და ბაზრების გახსნა იგეგმება, თუმცა გახსნა ყველა სფეროს არ შეეხება.

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სკოლები სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმში 28 ნოემბრის შემდეგ იმყოფებიან, თუმცა ქვეყნის დიდ ქალაქებში დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილება სახელმწიფომ სექტემბრის თვეში მიიღო.

სასკოლო პროცესის შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრეცენციის სახელით საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც საგაზაფხულო არდადეგები ჯერ 4 მარტს გამოცხადდა, შემდეგ კი 1 აპრილამდე გაახანგრძლივა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა