თეგებით ძიება

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ თეატრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

მანამდე ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს შეჩერების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა