თეგებით ძიება

შაქარაშვილის საქმე: "დეტალურად აღწერა ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა"- რა ჩვენება მისცა პროკურატურის "ოქროს მოწმემ"

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ამბობს, რომ ე.წ. ოქროს მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში წინა სხდომაზე ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა დეტალურად აღწერა.

ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ადვოკატები მოწმის დისკრედიტაციას ეწევიან.

„ი.ბ.-მ დაადასტურა ქალაქ მცხეთაში ავტომაგისტრალზე განვითარებული ძალადობის მოვლენები და აღწერა. მასთან ასევე მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება და დეტალურად მოხდა მისი მხრიდან აღწერილი თითოეული ის ქმედება, რომელიც ბრალდებულებმა განახორციელეს. მოწმემ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს ის არ იცნობდა და აღწერა მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებათ.

დაცვის მხარის ნებისმიერი განცხადება მოწმეების დისკრედიტაციაზე, მიზნად ისახავს ბრალდებულების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებას. შესაბამისად, მათი განცხადებები ბუნებრივია, დაცვის უფლებიდან გამომდინარეა“, - აცხადებს ჭიტაძე.

მისი თქმით, დღევანდელ სასამრთლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი დაიკითხება, რომელიც მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა