თეგებით ძიება

დავსხდეთ, სიყვარული და მეგობრობა გავაგრძელოთ, თქვენთანაც მოვალ სალოცავში - ვასილ ჩიგოგიძე

ჩოხატაურის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის შეხვედრა დასრულდა. მათი განცხადებით, ბუკნარში არსებული პრობლემა მოგვარებულია.

მერიის წინ შეკრებილების მოთხოვნით, ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობას ქრისტიანი და მუსლიმი თემი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, ხვალ მუსლიმურ სალოცავში ლოცვები ჩატარდება.

"ჩვენ გვინდა, რომ სოფელში გაუგერობა არ მოხდეს, ყველამ გაარძელოს ძმური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ჩამოვედი, ხვალ თქვენთანაც მოვალ სალოცავში. დავსხდეთ, სიყვარული და მეგობრობა გავაგრძელოთ. ამის გარანტია ჩვენც ვართ, თქვენც ხართ. ამის შემდეგ თუ ვინმე გაბედავს, ჩემგანაც იქნება მოთხოვნა და თქვენგანაც“, – განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრის გამართვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, მერიასთან აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს მათი გამარჯვებაა.

„გვინდა, რომ სოფელში აღდგეს ძველი ურთიერთობები. ხვალინდელი ჯუმის ლოცვა ჩატარდება, სოფელში არსებულ ტაძარშიც ჩატარდება ლოცვა. ორივე მხარე ვილოცებთ მშვიდობისათვის. სოფელი უნდა დაუბრუნდეს ძველ, მეგობრულ ცხოვრებას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ჩოხატაურის მერიის შენობასთან რჩებიან სამართალდამცველები.


1ტვ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა