„ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს
„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, მათ შორის არის გიორგი მუმლაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
დაკავებულები მანქანებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
"ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ბანერი წარწერით "არჩევნები მოპარულია", თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ მისი გაშლის საშუალება არ მისცა.