"ექსპო ჯორჯიასთან" აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს
„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები გაათავისუფლეს. დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
9 პირი დღეს "ქართული ოცნების" ყრილობის მიმდინარეობისას მაშინ დააკავეს, როდესაც დემონსტრანტები "ქართული ოცნების" მიმართ არჩევნების გაყალბების შესახებ სკანდირებდნენ.
პოლიციამ ისინი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.