ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი
ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი - ამ წუთებში, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლების ერთ-ერთ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მკვლელობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით შესაძლოა, ოჩამჩირედან დევნილი 37 წლის ქრისტინე ლ.-ც დააკავონ.
არსებული ინფორმაციით, ის მესამე სართულზე ცხოვრობს, მკვლელობა კი წუხელ მეხუთე სართულზე მოხდა.მკვლელობა სავარაუდოდ, 23 წლის სოხუმიდან გადმოსულმა რ.პ-მ ჩაიდინა. მკვლელობის მოტივი, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეჭვიანობა გახდა.
გავრცელებული ცნობით, მან 42 წლის ახალგაზრდა კაცი მეხუთე სართულზე ჯერ სასიკვდილოდ დანით დაჭრა, ხოლო შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინა. შემდეგ კი სწორედ 37 წლის ქალის ბინაში ჩამივიდა მესამე სართულზე და სისხლიანი ტანსაცმელი იქ გამოიცვალა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ბარამიას ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას მამაკაცის ცხედარი სამართალდამცველებმა, მის საკუთარ ბინაში კარის შემტვრევის შემდგომ ნახეს.
როგორც დღეს გაირკვა, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.
შსს ახალგაზრდა ქალის დაკავებას არ ადასტურებს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
primetime.ge