ასწავლეთ შვილებს იყვნენ ბედნიერები - ჯანსაღ ოჯახში ჯანსაღი შვილები იზრდებიან
ძალიან მნიშვნელოვანია შვილების გაზრდა ჯანსაღ ატმოსფეროში, სადაც სიყვარულსა და პატივისცემას ხედავენ შვილები მშობლებს შორის. ასეთ დროს შვილები სიყვარულში იზრდებიან და დაცულად გრძნობენ თავს.
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ საინტერესო სტატიას წყვილებისა და შვილების ურთიერთობაზე.
"მოგეხსენებათ, რომ ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვან და დიდ ზეგავლენას ახდენს მის პიროვნულად ჩამოყალიბებაში. რადგან ბავშვს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ ზუსტად მშობლებიდან გამომდინარე უყალიბდება პირველი აზრი და შეხედულება და ზოგადად ადამიანებზე, სამყაროზე.
თუ ბავშვი არაჯანსაღ ატომსფეროში იზრდება მას უყალიბდება უარყოფითი შაბლონები, ემოციები, რწუმენუბულებები, პროგრამები, რაც მის ცხოვრებისეულ ხარისხზე ნეგატიურად აისახება.
ამიტომ, არის მნიშვნელოვანი ცოლ-ქმრის ერთმანეთისადმი სიყვარული. როდესაც ერთმანეთს უზიარებენ სიყვარულს და მშვიდობაზეა დაფუძნებული ოჯახი, ორივე ერთმანეთის გახარებაზე და გაძლიერებაზეა მიმართული. რადგან თუ ქალს გამუდმებით უმიზეზოდ აწყენინებს მეუღლე და ცუდად ექცევა, ეს ქალის არამარტო განწყობაზე მის ჯანმრთელობაზეც კი ნეგატიურად აისახება, ხოლო ნაწყენი ქალის ენერგია კი ქმარზე ნეგატიურად ახდენს ზეგავლენას, ასეთი მამაკაცი ნაკლებად უნდა ელოდოს წარმატებებს.
ხოლო ქალს, როდესაც მეუღლე ახარებს და აბედნიერებს, მისი ქალური ენერგია ხარობს ლოცავს ქმარს და მისი საქმეები მეტად წარმატებული და შედეგის მომტანია!
წყვილში უზარმაზარი რესურსი ჩადო შემოქმედმა, სამყარომ, როდესაც მამაკაცის ძალა და ქალის ენერგია ერთმანეთს ერწყმის, იბადება სიცოცხლე.
წარმოიდგინეთ, რამხელა "ცეცხლოვანი ნაპერწკალის“ წარმოქმნა შეუძლია წყვილს, რომ სიცოცხლეს წარმოქმნის... ასევე ამ კუთხით რომ წარმოდიგინოთ, რამხელა რესურსი გააჩნია სიყვარულით სავსე ოჯახს, რომ შექმნან და გაამრავლონ სამყაროს ყოველივე სიკეთე.
სიყვარული ეს არის ერთმანეთზე ზრუნვა, მხარდაჭერა, ურთიერთგაგება, ზუსტად ესეთ ოჯახში იზრდებიან ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვები, რომლებიც ცხოვრებაში იოლად რეალიზდებიან და აქვთ უნარი შეიგრძნონ ბედნიერება.
თუ მშობლები ბედნიერები არიან, ბავშვები ამ ემოციებს სწავლობენ მათგან და მათთვის ჩვეული ცხოვრებისეული მდგომარეობა ხდება ბედნიერება. ბავშვს კი როდესაც მოავლენს წყვილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რომ ბავშვმა ბედნიერება შეიგრძნოს, ცხოვრებით დატკბეს და არა პირიქით, ნანობდეს, რომ გაჩნდა ამ ქვეყნად!
ასევე, მნიშვნელოვანია, როდესაც შვილებს ზრდიან, ასწავლიან და ზრდასრული ხდება, ისწავლონ მათი დროული გაშვება, რაც ძალიან რთულია ქართველი ერისთვის.
რატომ?
იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ჰგონია, რომ შვილი თავისთვის გაზარდა, არადა მთავარი არსი შვილის გაზრდის არის ის, რომ შვილს ასწავლო პასუხისმგებლობის აღება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რათა თვითონ შექმნას თავისი ცხოვრება და არ იყოს მშობელზე უკიდეგანოდ დამოკიდებული.
ნაკლები აკრძალვები, შიშები და შეზღუდვები, რაც მის პიროვნულ დეგრადაციას იწვევს და ცხოვრებისადმი პასიურს ხდის... "ნუ ისწავლით უნივერსიტეტში და ნუ არჩევთ პროფესიას მათ მაგივრად, ნუ შექმნით და ნუ არჩენთ ოჯახს შვილების მაგივრად!“
ასწავლეთ შვილებს იყვნენ ბედნიერები, დამოუკიდებლები და საკუთარ ცხოვრებაზე მხოლოდ თვითონ იყვნენ პასუხისმგებელნი, მშობლის მოვალეობაც ეს არის!
ზოგმა იცის, თქმა კი მაგრამ თუ დავინახე, რომ არასწორ ნაბიჯს დგავს, არ შევაჩერო?
ნუ შეგეშინდებათ, რადგან შეცდომებით სწავლობს ადამიანი, თუ ის გამოცდილება არ გაიარა, რასაც სამყარო უგზავნის როგორ განვითარდება, მშობელმა კი თავისი მხრივ ასეთ შემთხვევაში მხარდაჭერით, სიყვარულით უნდა გაამხნეოს, ასე უკეთ დაეხმარება!
და საერთოდ, როდესაც ჯანსაღად გაზრდით შვილს, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს, რადგან ზუსტად ეცოდინება რა და როგორ ენდომება ცხოვრებაში!