თეგებით ძიება

რას ნიშნავს, როცა საყვარელი ადამიანი ძილში ზურგს გაქცევთ - ბრიტანელი მეცნიერების კვლევა

მეუღლეებმა და საყვარელმა ადამიანებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი იციან. თანაცხოვრების მანძილზე, მათ ერთად ძილის მოსახერხებელი პოზები და ჩვევები გამოიმუშავეს და თითოეულ პარტნიორს აქვს საწოლის საკუთარი მხარე და ბალიშები.

დიახ, ლოგინი და ინტიმური ცხოვრება წყვილის ცხოვრებაზე ბევრს მეტყველებს, ამიტომ ზოგი ქალი ძალიან განიცდის, თუ ქმარი ძილის დროს ზურგს აქცევს. ეს ხომ ნიშნავს, რომ სიყვარული დასრულდა? თუ პირიქით, იმდენად დარწმუნებულია საკუთარ გრძნობებში, რომ მუდმივი შეხსენება არ სჭირდება?

ქალების გარდა, ამ საკითხით ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებიც დაინტერესდნენ და წყვილების საყვარელი პოზების დასადგენად გამოკითხვა ჩაატარეს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად:
წყვილების 42% ძილის დროს ზურგები ერთმანეთზე აქვთ მიდებული.

სახით ერთ მხარეს (ჩახუტებით ან მის გარეშე) 31% ძინავს.

სახით ერთმანეთისკენ 4%.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ძილის დროს, პარტნიორებს შორის მანძილი აღმოჩნდა.

კვლევის თანახმად, პარტნიორებს, რომელთა შორის მანძილი 2.5 სმ-ზე ნაკლებია, (გამოკითხულთა 12%) ურთიერთობებში გაცილებით ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც 76 სმ-ზე მეტ სისტანციას ინარჩუნებენ გამოკითხულთა 2%).

როგორც აღმოჩნდა, რომ ძილის დროს კონტაქტის შენარჩუნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარკვეულ მდგომარეობაში წოლა. სიახლოვე ხომ კომფორტისა და უსაფრთხოების განცდას ქმნის.

თუ პარტნიორი ძილის დროს ზურგს გაქცევთ, ეს უარყოფის კი არა, ნდობისა და სიყვარულის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ მას არ ეშინია პირად სივრცეში თქვენი შეშვების და თქვენმა ურთიერთობამ სტაბილურ დონეს მიაღწია.

ნუ დაივიწყებთ ფიზიკური კონტაქტის მნიშვნელობას! რაც უფრო შორი-შორ გძინავთ, მით უფრო შორდებით ურთიერთობებში და რაც უფრო ახლოს ხართ, მით უფრო ძლიერია თქვენი ურთიერთობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა