5 საიდუმლო, რომლებიც ნებისმიერი მამაკაცის გაშიფვრაში დაგეხმარებათ
ქალისა და კაცის ტვინი, რომლის ჩამოყალიბებაც ჯერ კიდევ საშვილოსნოდან იწყება, განსხვავებულია. ჩანასახში მამაკაცის ტვინი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს. ეს ჰორმონი ზოგს მეტი დოზით, ზოგს კი ნაკლები რაოდენობით აქვს და ხშირად სწორედ ისაა პასუხისმგებელი მამაკაცის თვისებებზე. სწორედ ქალისა და კაცის ჰორმონები განაპირობებს მათ განსხვავებულ ხასიათს. ფსიქოლოგები კაცის ტვინის 5 საიდუმლოზე საუბრობენ:
ვერ ამჩნევს წვრილმანებს. თუ ოთახში ახალ ნახატს დაკიდებთ, შეიძლება მან რამდენჯერმე ისე ჩაუაროს გვერდი, ვერც კი შეამჩნიოს.
უყვარს სიტუაციის კონტროლი. მაშინაც კი, როცა ტელევიზორს ერთად უყურებთ, ის ფანჯრიდან იხედება და გარემოს ათვალიერებს. პარალელურად, შეიძლება დისტანციური მართვის ხელსაწყო (პულტი) აიღოს და ყველა არხზე გადართოს, რათა დარწმუნდეს, რომ სხვაგან უკეთესი გადაცემა არ გადის.
ორიენტირებულია პრობლემების გადაჭრაზე. თუ სამსახურებრივი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით და დაგჭირდებათ ადამიანი, ვინც უბრალოდ, გვერდით დაგიდგებათ და გაგამხნევებთ, უნდა იცოდეთ, რომ ასეთ დროს მამაკაცს არ მიმართოთ. მათ არ უყვართ მსგავსი სენტიმენტები. მსგავს სიტუაციაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და პრობლემების გადაჭრის გზების ძებნა სჩვევიათ.
არცთუ ისე ყურადღებიანი მსმენელია. მამაკაცი შეიძლება დაგეთანხმოთ, გითხრათ, რომ მართალი ხართ, მაგრამ მარტივი შესაძლებელია, ის სულაც არ გისმენდეთ.
ღიზიანდება, როცა საქმეს აწყვეტინებენ. ეს "საქმე" კი შეიძლება კომპიუტერის თამაში ან ტელევიზორის ყურება იყოს. მამაკაცებს არ უყვართ, როცა მისი ყურადღება სხვა რაიმეზე გადააქვთ.
marao.ge