სტრასბურგის გადაწყვეტილება დაგვანახებს რამდენად შეძლო ხელისუფლებამ ქვეყნის პოზიციების დაცვა - სამადაშვილი
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს და ოკუპანტი ქვეყანა კიდევ ერთხელ იქნება აღიარებული როგორც აგრესორი.
სალომე სამადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება დაგვანახებს რამდენად შეძლო ხელისუფლებამ ქვეყნის პოზიციების დაცვა.
"ჩვენი სარჩელი, როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად, სრულიად გამართლებულია. იმედი მაქვს სტარსბურგის სასამრთლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ჩვენი პოზიციები ძალიან ძლიერია.
ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ რამდენად მოახერხა ხელისუფლებამ გასული წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის პოზიციების დაცვა ამ სარჩელის წარმათვისას, რადგან ესაა ხელისუფლება, რომელიც ხშირად სწორედ საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის აგრესიაში.
შედეგი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღებთ იქნება ასახვა არამხოლოდ იმ ობიექტური რეალობის რაც 2008 წელს მოხდა, არამედ იმ მუშაობის, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში გასწია" - აღნიშნა სამადაშვილმა.
წყარო:newposts.ge