როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?
როგორც წესი, ადამიანი დღის მანძილზე 100 ღერ თმას კარგავს. მაგრამ თუ თქვენ შემთხვევაში ეს ბევრად მეტია, შესაძლოა აღგენიშნებოდეთ რაიმე ნივთიერების დეფიციტი, სტრესი ან სხვა ფაქტორები. ჩვენ დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე საშუალებას, რაც თმის ცვენას შეაჩერებს.
გაფრთხილება: თუ უეცრად დაგეწყოთ თმის ცვენა, ან ბღუჯებად გცვივათ ის, ან გაწუხებთ სკალპის წვა და ქავილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
1. მიირთვით მეტი ცილა
თმის ფოლიკულები უმეტესად შედგება ცილისგან, რომელსაც კერატინი ეწოდება. ამიტომ ცილებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება თქვენს თმას გააძლიერებს.
მიიღეთ საუზმესა და ლანჩზე ცილის ხელისგულის ზომის პორცია (დაახლოებით 120 გ).
რეკომენდებული საკვები არის ოსპი, სოიო, ლობიო, ბარდა, მარცვლეული, თხილეული, კვერცხი, თევზი, ქათამი და ინდაური.
2. მიიღეთ მეტი ბიოტინი
ბიოტინი, ანუ ვიტამინი H, აუმჯობესებს სხეულის კერატინის სტრუქტურას. უკეთესი იქნება, თუ დღეში 30დან 100 გრამამდე მიიღებთ.
დაამატეთ რაციონში ბიოტინის შემცველი საკვები, რასაც მოიცავს ხორცი (ღვიძლი ან თირკმელი), კვერცხი, თხილეული (ნუში, მიწისთხილი, კაკალი), სოიო და სხვა პარკოსნები, მსხვილად დაღერღილი ხორბალი, ბანანი, ყვავილოვანი კომბოსტო და სოკო.
უპირატესობა მიანიჭეთ უმ ან მინიმალურად დამუშავებულ საკვებს, რათა ორგანიზმმა ბიოტინი ეფექტურად შეითვისოს.
არ ატაროთ ვიწროდ შეკრული ნაწნავები ან მოჭერილი ცხენის კუდი, ეს თმისთვის დიდი სტრესია.
არ გამოიყენოთ მძიმე კრემები ან შრატები, რამაც შეიძლება თმა დაამძიმოს.
შეარჩიეთ ფართოდ შეკრული ვარცხნილობები და არ გამოიყენოთ ზედმეტი თმის პროდუქტები.
მოერიდეთ ფენს, თმის გამასწორებელ უთოს, დასახვევ ტექნიკას, რადგან ისინი თმას ხდის მტვრევადს.
თუ თმის დახვევა გსურთ, გამოიყენეთ თმის გორგოლაჭები.
არ დაივარცხნოთ სველი თმა, თუ არ გსურთ გაიზარდოს თმისცვენის სიხშირე.
დაივარცხნეთ თმა მაშინ, როცა ის სრულად გაშრება, თუმცა სავარცხელი პერიოდულად დაასველეთ ხოლმე. გამოიყენეთ ფართო კბილებიანი სავარცხელი.
4. წაისვით ეთერზეთები
კედარის ეთერზეთი ამცირებს თმის ცვენას, რადგან აბალანსებს ზეთის გამოყოფას სკალპზე. მას ასევე აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.
შეურიეთ რამდენიმე წვეთი კედარის ეთერზეთი 2 ს. კ. მცენარეულ ზეთს (მაგალითად, ჟოჟობას ან ყურძნის წიპწის).
შეიზილეთ თავის კანში თითების საშუალებით, დაიმასაჟეთ და გაიჩერეთ 10 წუთი.
დაიბანეთ ხელები.
შენიშვნა: კედარის ეთერზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბეგქონდარას, როზმარინის, ლავანდის ან პიტნის ეთერზეთები.
5. სცადეთ ხახვის ნიღაბი
ხახვი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს B, C, E, ფოსფორს, თუთიას, კალიუმს, მაგნიუმს და კაროტინს. ეს ნივთუიერებები დაგეხმარებათ თმის ზრდაში.
გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ მისგან წვენი.
აიღეთ ბამბის დისკი და მისი დახმარებით წაისვით ხახვის წვენი სკალპზე.
გაიჩერეთ 20-30 წუთი და ჩამოიბანეთ.
გაიმეორეთ პროცესი კვირაში ორჯერ.
6. შეამცირეთ სტრესი
სტრესი ამცირებს თმის ზრდის ტემპს და შესაძლოა გამოიწვიოს ინტენსიური ცვენა.
დაკავდით იოგით. ყველაზე ეფექტურ პოზებად ითვლება: დაშვებული ძაღლი (downward facing dog), წინ გადახრები (forward bend) და აქლემის პოზა (camel pose).
იმედიტირეთ და მიმართეთ სუნთქვით ტექნიკებს. ისინი დაგეხმარებათ ფოკუსირდეთ ახლანდელ მომენტზე და თავი უკეთ იგრძნოთ.
genius.ge