თეგებით ძიება

გაინტერესებთ თქვენი შინაგანი ძალის რესურსი როგორია ამ ეტაპზე? მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა

იმისათვის, რომ ადამიანმა ცხოვრებაში დასახულ მიზნებს მიაღწიოს და რეალიზდეს, მას ეხმარება შინაგანი ძალა, ენერგია. ეს ენერგია, ცხოვრების გზაზე იცვლება მოვლენების შესაბამისად, ზოგჯერ იზრდება და ზოგჯერ სუსტდება, თუმცა ადამიანს ყოველთვის აქვს უზარმაზარი ძალა, მაშინაც კი, როდესაც თავად გონია, რომ ძალა არ ყოფნის რაიმე სირთულის დასაძლევად, აღმოაჩენს, რომ მას ეს რესურსი "გადანახული“ ჰქონია, რადგან საჭირო დროს იმ დონეზე ვლინდება, ადამიანი თვითონაც კი გაოცებული რჩება თუ საიდან გაჩნდა მასში ეს ძალა.

ასევე მნიშვნელოვანია გაიგოთ კონკრეტულად თქვენთვის რას ნიშნავს "შინაგანი ძალა" რა რესურსი იწვევს თქვენში ამ ენერგიის ზრდას.

გაინტერესებთ თქვენი შინაგანი ძალის რესურსი როგორია ეხლა ამ ეტაპზე? ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტესტს: "შინაგანი ძალა“ - მოდუნდით და განიტვირთეთ!

გაინტერესებთ თქვენი შინაგანი ძალის რესურსი როგორია ამ ეტაპზე? მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა


ყურადღებით შეისწავლეთ ფოტოზე გამოსახული თითოეული ცხენი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან თქვენს ეხლანდელ მდგომარეობას შეესაბამება!

პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით:

1. ცხენი:
ამ მომენტში თქვენ გჭირდებათ საკუთარი შინაგანი ძალისგან შევსება. ამაში კი დაგეხმარებათ თქვნს ახლობლებთან და ნათესავებთან კავშირი, ისინი გაგაძლიერებენ და ბიძგს მოგცემენ განვითარების ახალ დონეზე გადასასვლელად, ამასთანავე გასხოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანები ყოველთვის სისხლით ნათესაობას არ ნიშნავს, შესაძლია სულიერი ნათესავებიც იყვნენ.

2. ცხენი:
იმისათვის, რომ შეიგრძნოთ შინაგანი ძალის სრული ჰარმონია, აუცილებელია თქვენთვის მოაგვაროთ ფინანსური საკითხი, ყურადღებით გადახედეთ თქვენს დანახარჯებს, რადგან ფულთან ერთად თქვენი ენერგიაც გაედინება.

3. ცხენი:
ეხლა როგორც არასდროს, თქვენ გჭირდებათ პიროვნული და სულიერი ზრდა, ეს პროცესი მოგიტანთ ზუსტად ენერგიით შევსებასა და შინაგანი ძალის გაზრდას. აირჩიეთ მიმართულება, თუ რა მხრივ გსურთ განვითარება, ის რაც თქვენს სულთან ახლოს არის, ჩაუღრმავდით მას, შედდეგებიც არ დააყოვნებს.

4. ცხენი
თქვენი ენერგიითა და რესურსული მდგომარეობის შევსების გარანტიად ვლინდება სულიერი სითბო. როდესაც ამის ნაკლებობას გრძნობთ მაშინვე ქრება შინაგანი ძალა. თქვენ იცით, ისე როგორც არავინ, რა გათბობთ ყველაზე მეტად და გახსოვდეთ ეს ყოველთვის!

5. ცხენი:
თქვენ ცოტა არ იყოს ამ ეტაპზე ,,გამოფიტული“ ხართ, რადგან ენერგობალანსი დარღვეული გაქვთ, იმისათვის, რომ შინაგანი ძალა დაიბრუნოთ და შინაგან ჰარმონიას მიაღწიოთ აუცილებელია გადახედოთ წარსულ წყენებს და ბლოკებს, რომლისგან გათავისუფლებაც საკუთარ თავზე მუშაობას საჭიროებს, მათგან გათავისუფლება კი მოგცემთ ბალანსსა და თქვენთვის სასურველი ენერგიით შევსებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა